Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: ომის დაწყებიდან 36-ე დღეს, 2022 წლის 30 მარტს, არახამიას მიერ ლობირებული კრიმინალური ავტორიტეტის, ბორის ბაუმის ორმა კომპანიამ – ტოტალიზატორმა და ონლაინკაზინომ უკრაინის ტერიტორიაზე ლიცენზია მიიღეს

მარშალ პრესი 14/08/2022
ნინო ფოჩხუა

„ომის დაწყებიდან 36-ე დღეს, 2022 წლის 30 მარტს არახამიას მიერ ლობირებული კრიმინალური ავტორიტეტის – ბორის ბაუმის ორმა კომპანიამ (ტოტალიზატორი და ონლაინკაზინო) ლიცენზია მიიღო უკრაინის ტერიტორიაზე. არ მოგესმათ, ომის დაწყებიდან 36-ე დღეს!!!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა წერს.

მისი თქმით, ყველაფერი კანონიერი იქნებოდა, რომ არა უკრაინა-რუსეთის ფართომაშატაბიანი ომი და ბორის ბაუმის კომპანიების წარმომავლობა.

„ომის დაწყებიდან 36-ე დღეს, 2022 წლის 30 მარტს არახამიას მიერ ლობირებული კრიმინალური ავტორიტეტის – ბორის ბაუმის ორმა კომპანიამ (ტოტალიზატორი და ონლაინკაზინო) ლიცენზია მიიღო უკრაინის ტერიტორიაზე. არ მოგესმათ, ომის დაწყებიდან 36-ე დღეს!!! ყველაფერი კანონიერი იქნებოდა, რომ არა… უკრაინა-რუსეთის ფართომაშატაბიანი ომი და ბორის ბაუმის კომპანიების წარმომავლობა. კომპანია „1×Bet“ რუსული კომპანიაა, დაფუძნებული 2015 წელს რუსეთის მოქალაქეების რომან სემიოხინის, სერგეი კარშკოვისა და დიმიტრი კაზორინის მიერ. ცნობილია, რომ ეს კომპანია გამოირჩევა რუსეთის მხარდაჭერით რუსეთ-უკრაინის ომში. აი, ამ კომპანიასა და კრიმინალურ ავტორიტეტს, ბორის ბაუმს ლობირებს „რუსეთის დაუძინებელი მტერი“ და უკრაინის „პატრიოტი“ დავით არახამია. ამჟამად, კარტები გახსნილია, ბორის ბაუმი გაქცეულია, შეგროვებულია 25000 ხელმოწერა ამ მტრული კომპანიებისთვის ლიცენზიის შეჩერების თაობაზე, უკრაინელები ელოდებიან, ვის მხარეს დაიჭერს პრეზიდენტი ზელენსკი. არახამიას კი ვურჩევ, თავის თავს მიხედოს, მასაც გასაქცევად არ გაუხდეს საქმე და მოეშვას ქართული ტელეეკრანებიდან კეკლუცს“, – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე: სააკაშვილის მიერ დასპონსორებულ შარლატან არახამიას, რომელიც მძიმე განსაცდელში ჩავარდნილ უკრაინაზე უნდა ფიქრობდეს, იმის დრო აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაამუნათოს
Next: აჭარაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.