Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი Demirören ჰოლდინგის თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა.

მარშალ პრესი 11/08/2022
299118563_431865348974484_5144023894059101127_n

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, უძრავი ქონების სექტორში, ენერგეტიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. ითქვა, რომ კომპანიის მხრიდან წყალტუბოში ახალი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს – „ძველი ივერია“ მშენებლობისთვის მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება.

შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყანაში არსებული პოტენციალი. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში ინვესტორებისთვის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემოა, დაბალი გადასახადები და ქვეყნის უნიკალური ადგილმდებარეობა კი საქართველოს უცხოელი ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას Demirören ჰოლდინგის ვიცე-პრეზიდენტი ზია ალემდარი, ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლები – სინან ოქტაი და ალაათინ აიკაჩი, აგრეთვე, „Lidia ჯგუფის” თავმჯდომარე კივანჩ ოქტაი და “პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი ივანე ნაკაიძე ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: გიორგი ვოლსკი პოდოლიაკის განცხადებაზე: მე ვფიქრობ, რომ ეს არის ან რუსული მხარის პროვოკაცია ან საერთოდ მოგონილი თემა, რაღაც ფურცლების ფრიალი
Next: გილოცავთ დიდგორობას – ქართველთა გამარჯვების დღეს – პრემიერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.