Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი პოდოლიაკის განცხადებაზე: მე ვფიქრობ, რომ ეს არის ან რუსული მხარის პროვოკაცია ან საერთოდ მოგონილი თემა, რაღაც ფურცლების ფრიალი

მარშალ პრესი 11/08/2022
გიორგი ვოლსკი

ფაქტია, რომ ჩვენგან არ მოდის ეს საკმაოდ სერიოზული, უსაფუძვლო და ხშირ შემთხვევაში უტიფარი ბრალდებები. მათ საუბარს ვერავინ დატოვებდა პასუხგაუცემელს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას გამოეხმაურა.

„მოხსნეს პროკურორი, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იმ ეჭვებით, რომ მათ კავშირები აქვთ რუსულ სამსახურებთან. ვფიქრობ, ამ შეკითხვაზე უნდა გასცენ ჯერ პასუხი და შემდეგ აქეთ მოითხოვონ. ვინაიდან, არ არსებობს არანაირი რესურსი იმისა, რომ ვინმეს გააჩნდეს ინფორმაცია, თუ არა რუსული მხარე, რომ რაღაც ასეთი საქართველოში ხდება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ან რუსული მხარის პროვოკაცია ან საერთოდ მოგონილი თემა, რაღაც ფურცლების ფრიალი, რომელსაც შინაარსი არ აქვს“,-განაცხადა ვოლსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განაცხადებით, საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, ხოლო თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ.

Continue Reading

Previous: ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს სიმართლე! ახლა მეტი სიფრთხილე გვმართებს, რადგან ის, რაც აქამდე არ ითქმებოდა ითქვა და მოქალაქეობრივი თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობაც მეტია
Next: ირაკლი ღარიბაშვილი Demirören ჰოლდინგის თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა.

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025