ნახეთ, პარლამენტში, ჩემი გამოსვლის დროს დევი ჭანკვეტაძე “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტის წევრი რა სახელს უწოდებს თავდაცვის ძალებს. ნახეთ, საბა ბუაძე – ამ ხალხმა არ იცის ჩვენს ჯარს რა ჰქვია, ახლა აინტერესებს ჩვენი ჯარისკაცების ბედი? ამ ხალხს მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსთვის დესტრუქციიის მოწყობა აინტერესებს“,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბუჭულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
აღნიშნულით მინისტრი „მთავარი არხის” ეთერში გასულ რეპორტაჟს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.
როგორც მინისტრი განმარტავს, „მსგავსი პროვოკაციის მოწყობისას ფრთხილად უნდა იყვნენ“.
” ჩვენ გავავრცელეთ განცხადება. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების საქმეები ჩვენთან არ ინახება, ჩვენ, სამხედრო პოლიციამ მაინც დავიწყეთ მოკვლევა, რომ დავაზღვიოთ ანალოგიური რისკები. ირაკლი ღარიბაშვილის დროს დავხურეთ ისეთი ინფორმაცია, რაც ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობას შეიცავდა და ასე შემდეგ. ჩვენ ვზრუნავთ და ვიცით, რა მნიშვნელობა აქვს ჯარისკაცების პერსონალურ ინფორმაციას. ჩემი აზრით, ეს კამპანია არის პროვოცირებული ჩვენი ოპოზიციური მედიის მიერ.
როდესაც ასეთ პროვოკაციას აწყობთ, ფრთხილად უნდა იყოთ. არ უნდა შეეხოთ ჩვენს ჯარისკაცებს, გმირებს. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებული პროვოკაცია.
სტუდიაში იწვევთ ხალხს, „სამხედრო ექსპერტებს“, ვითომ პოლიტიკოსებს, რომლებმაც არ იციან, რომ ჩვენს ჯარს თავდაცვის ძალები ჰქვია და არა შეიარაღებული ძალები. 5 წელია, რაც ეს შეიცვალა. გადაახვიეთ, გადმოიღეთ და ნახეთ, პარლამენტში, ჩემი გამოსვლის დროს დევი ჭანკვეტაძე “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტის წევრი რა სახელს უწოდებს თავდაცვის ძალებს. ნახეთ, საბა ბუაძე. ამ ხალხმა არ იცის ჩვენს ჯარს რა ჰქვია. ჩვენ ჯარს 5 წელია, რაც თავდაცვის ძალები ჰქვია და არა შეიარაღებული ძალები. ამ ხალხს ახლა აინტერესებს ჩვენი ჯარისკაცების ბედი? ამ ხალხს მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსთვის დესტრუქციიის მოწყობა აინტერესებს“, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი.
ცნობისთვის, “მთავარი არხის” ეთერში გასული რეპორტაჟის თანახმად, სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული. მიხეილ ქამხაძე ვარაუდობს, რომ თავდაცვის სამინისტროს არქივის დეპარტამენტმა მისი საქმე გაყიდა და ახლა მის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა რუსეთს აქვს.
რეზოლუცია რომ უხარიათ აი ის “ქართველი” ხალხი “მიყვარს” – თამარ ტყეშელაშვილი