Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

მუხრანში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება

მარშალ პრესი 11/08/2022
01

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც ადგილზე
თანამედროვე სტანდარტებით სრულად აღჭურვილი შენობა მოეწყობა.

პროექტის მიხედვით, ადგილზე განთავსდება საჭიდაო დარბაზი, ასევე, ფიტნეს დარბაზი ტერასითა და მოსასვენებელი სივრცით. ამასთან, მოეწყობა გასახდელები და სველი
წერტილები. ტერიტორიაზე დაპროექტებულია რეკრეაციული ზონებიც.

მიმდინარე სამუშაოებს სოფელ მუხრანში მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი
დიმიტრი ზურაბიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გაეცნენ. მათი განცხადებით, პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად კი, ადგილობრივ მოსახლეობას, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ინფრასტრუქტურით
სარგებლობა შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჯი ბი ჯი“ ახორციელებს.

Post navigation

Previous: ქალაქ ახმეტაში, წყაროების ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახმეტელმა მონადირეებმა კოლხური ხოხბები ველურ ბუნებაში გაუშვეს.
Next: ფრთხილად უნდა იყოთ, არ უნდა შეეხოთ ჩვენს ჯარისკაცებს, გმირებს – ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებული პროვოკაცია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.