Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თურმე, პარლამენტის 48 დეპუტატს მიაჩნია, რომ ქართული სახელმწიფო სახელმწიფო არ არის, რადგან მათ, ასევე მიაჩნიათ, რომ კითხვის დასმა ნიშნავს თავდასხმას

მარშალ პრესი 04/08/2022
მამუკა მდინარაძე

ეს არის 48 დეპუტატის დამოკიდებულების ლუსტრაცია სახელმწიფოებრიობასთან. ანუ, ჩვენ დღეს გავიგეთ, რომ თურმე, ამ ქვეყნის 48 დეპუტატს, პარლამენტის 48 დეპუტატს მიაჩნია, რომ ქართული სახელმწიფო სახელმწიფო არ არის, რადგან მათ, ასევე მიაჩნიათ, რომ კითხვის დასმა და თხოვნა ამ კითხვაზე მკაფიო პასუხის გაცემის, ნიშნავს თავდასხმას და ე.ი. მათ სახელმწიფოდ ეს ქვეყანა არ მიაჩნიათ, ეს არის ძალიან ცუდი, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვისაც კითხვის დასმა თავდასხმად მიაჩნია, მას ასევე მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა სახელმწიფო არ არის.

,,ამ ფსიქოლოგიით არათუ ოპოზიციაში, არამედ არსად არ უნდა იყოს ადამიანი. არ უნდა იყოს საჯარო პირი საერთოდ, რომელსაც მიაჩნია, რომ კითხვის დასმა არის თავდასხმა, ვისაც არ უნდა შეეხებოდეს, თუნდაც ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩთან დაკავშირებით იყო ეს კითხვები და ჩვენი მხრიდან იყო კითხვებზე პასუხის გაცემის თხოვნა. რადგან 48 დეპუტატს ესე მიაჩნიათ, რომ ეს არის თავდასხმა, ეს ნიშნავს, რომ მათ მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყანა სახელმწიფო არ არის,’’- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ჟურნალისტის მხრიდან, კითხვის დაზუსტების დროს, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, მას ჟურნალისტი ახალ ნარატივს სთავაზობს, რადგან მას კითხვის შინაარსთან არ აქვს პრობლემა, პრობლემაა აქვს მხოლოდ კითხვის დასმის ტონალობასთან.

,,თქვენ მოცემულობას მთავაზობთ არასწორს. გუშინ, თქვენ კოლეგას, ვეკამათე ბევრი და, თუ გნებავთ გავაგრძელოთ ეს კამათი, თქვენმა კოლეგამ ვერ დამისახელა, თუ თქვენ მაინც დამისახელებთ ერთ ისეთ შეკითხვას, რომელიც თავდასხმის ნიშნებს შეიცავდა, ან პასუხის თხოვნას, მე მაშინ გავაგრძელებ პასუხს თქვენს კითხვაზე. თქვენ შემოიტანეთ ახალი ნარატივი, რომ კითხვის შინაარსთან არ გაქვთ პრობლემა , ტონალობასთან გაქვთ პრობლემა. ტონალობასთან დაკავშირებული პრობლემა, კიდევ უფრო მძიმე ახსნაა იმისა, რატომ შეიძლება კითხვა თავდასხმად გაიგოს ვინმემ,’’- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

48 ოპოზიციონერი დეპუტატი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების – აშშ-ისა და ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია.

Continue Reading

Previous: წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის – იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, დავაწესოთ შეზღუდვები
Next: “ქართული ოცნების” ლიდერებმა იმერეთში შეხვედრა გამართეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025