Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის – იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, დავაწესოთ შეზღუდვები

მარშალ პრესი 04/08/2022
ირაკლი კობახიძე

ეს არის მიზანმიმართული, ქსენოფობიური კამპანია, რომელიც არის აბსოლუტურად სამარცხვინო. არავითარ ნორმებში, არავითარ სტანდარტებში არ ჯდება. ვინმეს თუ უნდა ევროპელობა, ქსენოფობიით ისინი ამას ვერ დაამტკიცებენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რუსეთთან სავიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით „ლელოს“ ინიციატივას ეხებოდა.

კობახიძის თქმით, საქართველოში ქსენოფობიის ადგილი არ არის.

რაც შეეხება ტურიზმს, კობახიძე განმარტავს, რომ ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა და ამ კუთხითაც უამრავი „ფეიკი“ ვრცელდება.

„მაგალითად, ერთ-ერთმა ტელევიზიამ გამოაცხადა, თითქოს დღეს საქართველოში არსებული რუსი ტურისტების რაოდენობა არის საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტი, რაც სრული ტყუილია. რეალურად, ერთი პროცენტიც არ იქნება. ჯამში, რაც შემოვიდა საქართველოში, თავის გასულებიანად, ყველაფრიანად, არის 242 000 ადამიანი. ეს არის ქსენოფობიური კამპანია, რომელიც მთლიანად სიცრუეზე არის დაფუძნებული. შეგახსენებთ, წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და დღეს იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, რომ აქ დავაწესოთ შეზღუდვები, სანქციები და ა.შ. ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ქსენოფობიაზე გვექნება მკაცრი პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: თავდასხმა თუ რამეა, ეს იყო სწორედ სააკაშვილის მხრიდან ევროპაზე, ასევე ნიკა გვარამიას მხრიდან შეერთებული შტატების ელჩზე და სამწუხაროდ ხმა არავის ამოუღია
Next: თურმე, პარლამენტის 48 დეპუტატს მიაჩნია, რომ ქართული სახელმწიფო სახელმწიფო არ არის, რადგან მათ, ასევე მიაჩნიათ, რომ კითხვის დასმა ნიშნავს თავდასხმას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.