Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ორი აფეთქების ხმა გაისმა – კრემლი შეშფოთებულია

მარშალ პრესი 03/04/2022
ბელგოროდი

უკრაინის საზღვართან მდებარე რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ორი აფეთქების ხმა გაისმა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, აფეთქებების მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია.

ერთ-ერთმა თვითმხილველმა Reuters-თან საუბრისას განაცხადა, რომ აფეთქებები იმდენად ძლიერი იყო, რომ ბელგოროდში, მისი სახლის ფანჯრები შეარყია.

Reuters-ის ცნობით, კრემლში განაცხადეს, რომ ამ ინციდენტმა შესაძლოა „შეარყიოს სამშვიდობო ძალისხმევა“, ხოლო უკრაინის უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა აღნიშნულ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არ აიღო.

ბელგოროდის მიმდებარე რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კვირას სოფელ ტომაროვკაში აფეთქება მოხდა, მაგრამ არავინ დაშავებულა და არც ქონება დაზიანებულა.

“იყო აფეთქება, ნამსხვრევები მიწაზე დაეცა”, – Telegram-ში წერს ოლეგ მედვედევი, ბელგოროდის მახლობლად მდებარე იაკოვლევსკის რაიონის ხელმძღვანელი. მან არ დააკონკრეტა ნამსხვრევების ხასიათი და აფეთქების მიზეზი. გაურკვეველია, იყო თუ არა მედვედევის მიერ აღწერილი აფეთქება ერთ-ერთი იმ აფეთქებიდან, რომელიც მოწმეებმა გაიგონეს.

Continue Reading

Previous: ჩეჩნები ჩეჩნების წინააღმდეგ – შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნურმა ბატალიონმა კადიროვის ბატალიონი გაანადგურა – მოკლულია 2000 კადიროველი
Next: დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025