Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ჩეჩნები ჩეჩნების წინააღმდეგ – შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნურმა ბატალიონმა კადიროვის ბატალიონი გაანადგურა – მოკლულია 2000 კადიროველი

მარშალ პრესი 03/04/2022
კადიროველები

უკრაინული მედია გამოცემის NEXTA LIVE-ის ცნობით, რომელსაც Telegram არხზე ავრცელებს, კიევის რეგიონში ერთმანეთს სხვადასხვა მხარეს მდგომი ორი ჩეჩნური ბატალიონი დაუპირისპირდა.

შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონი უკრაინას რუსული საოკუპაციო ძალებისგან იცავს, ხოლო “კადიროველები” რუსეთის მხარეს იბრძვიან. სწორედ ამ ორი ბატალიონის დაპირისპირების შედეგად 2 000 კადიროველი ლიკვიდირებულია, ხოლო 700 დაჭრილია.

უკრაინული გამოცემა ამ ინფორმაციას თურქული გაზეთის Yeni Akit-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე სათაურით: “დუდაევის მებრძოლები მარიონეტებს მისდევენ” დაყრდნობით წერს.

“უკრაინის ხელისუფლება იტყობინება, რომ შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონი და პრორუსული მარიონეტული ჯარები ერთმანეთს კიევის რეგიონში დაუპირისპირდნენ.

შეტაკებების შედეგად კადიროვთან დაკავშირებული 2 000 ჯარისკაცი დაიღუპა და 700 დაშავდა“ , – წერს გამოცემა.

Post navigation

Previous: კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს
Next: რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ორი აფეთქების ხმა გაისმა – კრემლი შეშფოთებულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.