Skip to content
02/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვისაც აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი, უნდა იყოს სამუშაო ჯგუფებში და კომიტეტის სხდომებზე

მარშალ პრესი 03/08/2022
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვისაც აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი, უნდა იყოს ამ სამუშაო ჯგუფებში და კომიტეტის სხდომებზე, რათა შემუშავდეს და განხილული იყოს 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებული კანონპროექტები.

„ევროპას ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ერთად შევხვდით ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს და შევატყობინეთ, როგორ მიდის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მუშაობა. გავაცანით მკაფიო გრაფიკი, თუ როდის მოხდება შესაბამისი ინიციატივების შემოტანა და მიღება მესამე მოსმენით. ვთანხმდებით ერთ რამეზე: მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი და საპარლამენტო ფორმატები არის წამყვანი. კომიტეტები, სამუშაო ჯგუფები – ეს არის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატები, რომლებიც უზრუნველყოფს პროცესის ინკლუზიურობას. მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვისაც აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი, უნდა იყოს ამ სამუშაო ჯგუფებში და კომიტეტის სხდომებზე, რათა შემუშავდეს და განხილული იყოს კანონპროექტები. დემოკრატია სწორედ ამის გულისხმობს“, – აცხადებს პაპუაშვილი.

Post navigation

Previous: აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა
Next: ვერცერთი უწყება ვერ გაუბედავს გაზულუქებულ ეკლესიას, რომ უთხრას, რომ მე შეგიმოწმებ, ,,წმინდა საქმეზე’’ ეკლესიის აგებაზე თუ არის დახარჯული თანხა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.