Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა

მარშალ პრესი 03/08/2022
სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციების სიაში შევიდა სამი რუსი ოლიგარქი, ოთხი ფიზიკური პირი და ერთი სუბიექტი, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ მოქმედებენ.

სანქციები ასევე შეეხო 24 ერთეულს, რომლებიც თავდაცვის ტექნოლოგიებთან არიან დაკავშირებული. აშშ ასევე უწესებს სავიზო შეზღუდვებს რუსეთის ფედერაციის 893 თანამდებობის პირს და 31 უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელს, რომლებიც მოქმედებდნენ რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსიის მხარდასაჭერად.

ოლიგარქები, რომლებსაც სანქციები დაუწესდათ, დიმიტრი პუმპიანსკი, ანდრეი მელნიჩენკო და ალექსანდრე პონომარენკო არიან. მედიის ცნობით, ალექსანდრე პონომარენკო ოპერირებდა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის საჰაერო კოსმოსურ სექტორში, რომელსაც აქვს მჭიდრო კავშირები სხვა რუს ოლიგარქებთან და ვლადიმერ პუტინის ზღვისპირა სასახლესთან. დიმიტრი პუმპიანსკი მუშაობდა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური მომსახურების სექტორში, ანდრეი მელნიჩენკო კი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური მომსახურების სექტორში.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები ასევე დაუწესა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მეგობარ ქალს – ალინა კაბაევას.

Post navigation

Previous: ფსევდოების უაზრო კაკანი, რომ თურმე არ უნდათ რუსულენოვანი ტურისტები, მეტყველებს იმაზე თუ რა შორს არიან არსებული მოცემულობისგან
Next: მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვისაც აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი, უნდა იყოს სამუშაო ჯგუფებში და კომიტეტის სხდომებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.