Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღეს მოქალაქეს შეუძლია თქვას, რომ საქართველოს ბედი საქართველოში წყდება

მარშალ პრესი 02/08/2022
დავით მაღრაძე

დღეს საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თქვას, რომ საქართველოს ბედი საქართველოში წყდება. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ, არამარტო ჩემთვის, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პოეტმა დათო მაღრაძემ განაცხადა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის ამბავია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს მოსახლეობამ, ქართულმა სახელმწიფომ 30 წლის თავზე მოახდინა სუვერენიტეტის დემონსტრირება. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ლენთ ღუნიას ნათქვამი: „ჩვენი ბედი ჩვენადვე გვეყუდნეს“ აი, გამოიკვეთა. დღეს საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თქვას, რომ საქართველოს ბედი საქართველოში წყდება. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ, არამარტო ჩემთვის, რადგან ომში უნდა ჩაებას საქართველო თუ მშვიდობა შეინარჩუნოს, აწონ დაწონოს, სასწორის ერთ პინაზე რა დევს, მეორეზე – რა, რას უქადის ერთი და რას – მეორე და ამ არჩევანში რაც არ უნდა რთული იყოს, თავისი პრინციპი დაიცვას. ეს იყო ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის დემონსტრირება. მინდა მივულოცო ხელისუფლებას, თითოეულ მოქალაქეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სუვერენულ სახელმწიფოში“, – განაცხადა მაღრაძემ.

Continue Reading

Previous: ოლიგარქები საკუთარი ქვეყნის ძარცვით მდიდრდებიან. მეცენატები კი უანგაროდ და მასშტაბურად იხარჯებიან თავიანთი სამშობლოსთვის
Next: ანდრია გვიდიანი Credit Suisse-ზე : ეს ქეისი ლეგენდარული შვეიცარული საბანკო სისტემის ყველაზე ბნელ ლაქას წარმოადგენს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025