Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოლიგარქები საკუთარი ქვეყნის ძარცვით მდიდრდებიან. მეცენატები კი უანგაროდ და მასშტაბურად იხარჯებიან თავიანთი სამშობლოსთვის

მარშალ პრესი 02/08/2022
გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე თბილისის მერის განცხადებას ეხმიანება, რომ ცენტრალური პარკის მოსაწყობად დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არცერთ თეთრს არ დახარჯავს და მუნიციპალიტეტისთვის საჩუქრად გადაცემულ ტერიტორიაზე პარკის მოწყობის ხარჯებს სრულად საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ გაიღებს.

მისი თქმით ობსტრუქციული ნაცპროპაგანდის მიუხედავად, საყოველთაოდ ნათელია, რომ ოლიგარქები, მტაცებლები და ბიუჯეტის ქურდები მიხეილ სააკაშვილის ფლანგზე არიან.

„ბიძინა ივანიშვილის “მტაცებლობაზე, მიმთვისებლობასა და დამანგრეველობაზე” უნიჭოდ ქილიკობს ის დესტრუქციული ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი თავად გააკეთა 9 წელიწადში. საზოგადოებას კარგად ახსოვს თუ რა ბოროტი ტყუილებსა და ჭორებს თხზავენ ივანიშვილების მრავალწლიან, მასშტაბურ ქველმოქმედებაზე. რამდენიმე მათგანს გავიხსენებ: კერძო დიდი ბაღი გაიშენა შეკვეთილში. ყველასათვის უფასო, ფართო რეგიონული მასშტაბით უნიკალური დენდროლოგიური პარკი.

ქუთაისის დაჭაობებას უწყობს ხელს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. აბასთუმანი მიიტაცა, ხალხს აძევებს, ტუბდისპანსერი გაანადგურა, კლდეები მოჭრა, ცა გადაკეტა. რეაბილიტირებული აბასთუმანი, ადგილობრივებისათვის უსასყიდლოდ გარემონტებული სახლები, განახლებული ობსერვატორია, ახალი საავადმყოფო, ეკომეგობრული გარემოს შექმნა და უნიკალურ საერთაშორისო კურორტად ჩამოყალიბების პროცესი.

მთაწმინდა გადაწვა და გაახმო, მხოლოდ სოლოლაკის მისი ბიზნეს-ცენტრი აინტერესებს. დაწყებულია მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციასა და ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შექმნის მასშტაბური პროექტი. სამარცხვინო მითებისა და იმაზე გაცილებით მეტი მეცენატური პროექტების ჩამონათვალზე დღე არ მეყოფა. მილიარდებია დახარჯული ივანიშვილების ოჯახის მიერ და საქართველოსათვის ქველმოქმედების პროცესი არ ჩერდება. ის მუდმივი ‘ნაცლუზერები’, რომლებიც თბილისის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ივანიშვილის “კორპუსების ჩადგამას” “კომპეტენტურად წინასწარმეტყველებდნენ”, შეიტყობდნენ, რომ: ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლნენ მხოლოდ იპოდრომის ტერიტორიის თბილისისთვის საჩუქრად გადაცემით. სამუშაოები, რაც იქნება ჩასატარებელი – გამწვანება, მოწესრიგება, რეაბილიტაცია – ყველა ხარჯს ($20+ მილიონი), რაც კი საჭიროა იმისთვის, რომ დედაქალაქს ჰქონდეს ერთ-ერთი უმაგრესი რეკრიაციული სივრცე (36 ჰექტარი), ივანიშვილი იღებს თავის თავზე.

პროექტში შევიდა შემდეგი სახის ცვლილებები: საპარკინგე ადგილის ფართი შემცირდა და მის ადგილზე, 5 937 კვ.მ. ფართობზე, დაგეგმილია გამწვანებული სივრცეებისა და ჩოგბურთის მოედნის მოწყობა; დაემატა კიდევ უფრომ მეტი გამწვანებული სივრცე და საპიკნიკე მოლები. ოლიგარქები საკუთარი ქვეყნის ძარცვით მდიდრდებიან და სანაცვლოდ, ოდენ სიმბოლური ქველმოქმედებით შემოიფარგლებიან. მეცენატები კი უანგაროდ და მასშტაბურად იხარჯებიან თავიანთი სამშობლოსთვის. ობსტრუქციული ნაცპროპაგანდის მიუხედავად, საყოველთაოდ ნათელია, რომ ოლიგარქები, მტაცებლები და ბიუჯეტის ქურდები მიხეილ სააკაშვილის ფლანგზე არიან. მათ აღქმაში ხელისუფლების “ქერის ორმოს” სამარადჟამოდ ჩამოშორებულნი თუ რა აგონიაში იმყოფებიან, თვალსაჩინოა”– წერს გია აბაშიძე.

Continue Reading

Previous: ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ დავაზე იმაზე მეტი რაღა უნდა ითქვას, როდესაც ბანკს არგუმენტად მიკერძოებული ევროპარლამენტარების მიერ დაწერილი რეზოლუცია მოჰყავს
Next: დღეს მოქალაქეს შეუძლია თქვას, რომ საქართველოს ბედი საქართველოში წყდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025