Skip to content
05/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რადგან საქმე შეეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უნდა გავჩერდეთ ყველაფერზე? – მონური ფსიქოლოგია ამ ქვეყანაში არავის უნდა ჰქონდეს

მარშალ პრესი 01/08/2022
მამუკა მდინარაძე

რადგან საქმე შეეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უნდა გავჩერდეთ ყველაფერზე?! თუ მათ შევეკამათებით ეს ორი ქვეყნის მეგობრობის ჩარჩოებში და სიმართლის დაცვის ჩარჩოებშიც ჯდება, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც მმართველი გუნდის წარმომადგენლების და პარტიიდან წასული დეპუტატების მიერ გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებს უკავშირდება.

მდინარაძის განმარტებით, არცერთ პოლიტიკოსს არ გამოუყენებია წინადადება – „დასავლეთს უნდა ომი“ და კონკრეტულ კითხვებს პასუხი რომ გასცემოდა, ამ თემის განხილვა აღარ გაგრძელდებოდა.

„თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ შემთხვევა რომ რომელიმე პოლიტიკოსმა გამოიყენა ფრაზა – „დასავლეთს უნდა ომი“. ჩვენი რჩევა იყო, რომ კონკრეტულ კითხვებს კონკრეტული პასუხები გასცემოდა, რადგან პასუხები არ იყო, ეს თემაც იმიტომ გაგრძელდა. თუ კითხვები დაისვა, ეს არის თავდასხმა და თუ „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკა ან დაბრალება მოხდა, ეს არაფერს არ ნიშნავს? რადგან საქმე შეეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უნდა გავჩერდეთ ყველაფერზე? თუ მათ შევეკამათებით ეს ორი ქვეყნის მეგობრობის ჩარჩოებში და სიმართლის დაცვის ჩარჩოებშიც ჯდება. ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებია და კითხვაც არ დავსვათ – ეს არის ის ფსიქოლოგია, რომელიც არცერთ სუვერენულ ქვეყანას არ გამოადგება და ხელისუფლების არცერთმა წარმომადგენელმა ასე არ უნდა იფიქროს. შეგვიძლია ვურჩიოთ კიდევაც, რომ ჯობია გაეცეს ძალიან კონკრეტული და მკაფიო პასუხები, ის რომ მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელია და ეს არ გაბედოთ, ასეთი მონური ფსიქოლოგია ჩემი აზრით, არავის არ უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: როგორც ჩანს „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან მიდის
Next: ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება დროული და სწორია – როცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, დროა მათ ეს დაუფასდეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.