Skip to content
26/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორც ჩანს „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან მიდის

მარშალ პრესი 01/08/2022
ვალერი გელბახიანი

გამომდინარე იქიდან, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ახლა, მთავარ ღირებულებად მისი გადარჩენა ცხადდება, ამიტომ იგი ტოვებს ყველანაირ პოლიტიკას,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება ყოფილმა პრეზიდენტმა გუბაზ სანიკიძესაც დაუდასტურა.

„თვითმარქვია არ ვარ, რომ ასეთი სერიოზული შინაარსის განცხადებები ჩემი ნებით გამეკეთებინა. ბუნებრივია იყო საუბარი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე. არა თუ საუბარი, არამედ ფორმულირებაც იყო, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხდება ეს. ახლა სასწორზეა მისი სიცოცხლე და ვინაიდან საფრთხე ემუქრება მას, მთავარ ღირებულებად ცხადდება მისი გადარჩენა. აქედან გამომდინარე, იგი ტოვებს ქართულ და ყველანაირ პოლიტიკას. როგორც ჩანს „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს ამაზე საუბარი, ბოლო-ბოლო ბატონი მიხეილი ადრე თუ გვიან იტყვის თავს სიტყვას.

მას სათქმელი ბევრი აქვს. ახლა უბრალოდ გაკეთდა განცხადება იმიტომ, რომ ყველამ, შინაურმაც და გარეულმაც იცოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკას ჩამოშორდა. დავსვი კითხვაც, ვინმეზე ნაწყენი ხომ არ არის ან პრეტენზიები ხომ არ აქვს. ის ამაზე ცალსახად პასუხობს „არას“. ამბობს, რომ პირადი მოტივაციები აქ არ არსებობს. გუბაზ სანიკიძემაც მოინახულა და მასაც იგივე დაუდასტურა. ცხადია, ლიდერი თუ გამოეცლება პარტიას, ელექტორატიც იკარგება ხომ?!. მათი საქმეა, ერთმანეთში მოილაპარაკებენ, მაგრამ მე ვიცი სააკაშვილის პოზიცია, რომ ის არ ცვლის ამ დამოკიდებულებას“,– განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

Post navigation

Previous: ცესკო ტელეკომპანია „ფორმულას“ მიმართავს, მისივე ეთერის საშუალებით „დროებაში“ გასული მცდარი ფაქტები უარყოს
Next: რადგან საქმე შეეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უნდა გავჩერდეთ ყველაფერზე? – მონური ფსიქოლოგია ამ ქვეყანაში არავის უნდა ჰქონდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.