Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: იმას, რომ რუსეთი ოკუპანტია, არანაირი პროპაგანდა არ სჭირდება. ეს მავთულხლართებიც კარგად დასტურდება

მარშალ პრესი 30/07/2022
დავით მათიკაშვილი

თავის მართლების კამპანია – ასე ეხმაურება მმართველი გუნდი თბილისში გამოჩენილ ბანერებს წარწერით „რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს“. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის თქმით, რუსეთი რომ ოკუპანტია, ამას მავთულხლართებიც ადასტურებს და ჯობია „ნაციონალური მოძრაობა“ გაემიჯნოს იმ მოწოდებებს, რაც საქართველოს ომში ჩართვას უკავშირდება.

„იმას, რომ რუსეთი ოკუპანტია, არანაირი პროპაგანდა არ სჭირდება. ეს მავთულხლართებიც კარგად დასტურდება და საზოგადოებისთვის ყველაფერი ძალიან კარგად არის ცნობილი. ამ უაზრო და გაუგებარ „პროპაგანდას“, ჯობია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთოს ის, რაც დღემდე არ გაუკეთებია – გაემიჯნოს იმ ირიბ თუ პირდაპირ მოწოდებებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას გულისხმობდა და გულისხმობს. ლუსტრაციის ძალიან საინტერესო პროცესი მიდის და ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ვინ ჩაერთვება ამ პროცესში. ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ დასავლეთი ომის მეორე ფრონტის არსებობით არის დაინტერესებული. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არიან ძალიან სერიოზული ძალები, რომლებსაც სურთ, რომ კავკასიასა და საქართველოში იხილონ მეორე ფრონტი, – აცხადებს მათიკაშვილი.

დღეს დედაქალაქში გამოჩნდა ბანერები წარწერით „რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს“. ინიციატორი „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ არის, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

Continue Reading

Previous: გია აბაშიძე: როცა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს, ეს რადიკალების მიერ გასაკიცხია, როცა მსგავსს აკეთებენ დასავლელი ლიდერები, იქ პირში წყალს იგუბებენ ჩვენი ნაცმარგინალები
Next: მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე: ვხედავ მცდელობებს, რომ სახე შეინარჩუნონ და ახალი ვარიანტი გააჩინონ საიმისოდ, რომ სასჯელს გვერდი აუარონ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025