Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გია აბაშიძე: როცა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს, ეს რადიკალების მიერ გასაკიცხია, როცა მსგავსს აკეთებენ დასავლელი ლიდერები, იქ პირში წყალს იგუბებენ ჩვენი ნაცმარგინალები

მარშალ პრესი 30/07/2022
გია აბაშიძე

ფსევდომედასავლეთეებისა და ფსევდოანტიპუტინისტური ნაცაქტორების სტანდარტით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „რუსეთის აგენტია“- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს, რითაც The New York Times-ის სტატიას ეხმიანება, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებისთვის მზად არ არის.

„ფსევდომედასავლეთეებისა და ფსევდოანტიპუტინისტური ნაცაქტორების სტანდარტით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „რუსეთის აგენტია“. ამერიკის ტოპ დიპლომატი დარწმუნებული არ არის რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარების აუცილებლობაში, სენატის მიერ მიღებული შესაბამისი რეზოლუციისა და გავლენიანი პოლიტიკოსების მოწოდების მიუხედავად. თუმცა, არ მგონია, რომ ამ თემაზე სააკაშვილის რომელიმე მარიონეტმა საჯარო კომენტარი გააკეთოს, მეტადრე ამერიკის გრანტებზე ჩამოკიდებულმა ე.წ. ნეიტრალურმა NGO-ებმა. პარადოქსი კი ისაა, რომ როცა საქართველოს ხელისუფლება ახორციელბს პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, ეს საქართველოს რადიკალების მიერ გასაკიცხია. ხოლო, როცა მსგავსს აკეთებენ დასავლელი ლიდერები, იქ პირში წყალს იგუბებენ ჩვენი ნაცმარგინალები. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ პირველად, ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა მის რუს კოლეგას, ლავროვს“- წერს აბაშიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: მიხეილ სარჯველაძე: ვერ ვხედავ ტენდენციის დასაწყისს და სტარტს, რომ შეიძლება საქმე უმრავლესობის დაშლამდე მივიდეს
Next: დავით მათიკაშვილი: იმას, რომ რუსეთი ოკუპანტია, არანაირი პროპაგანდა არ სჭირდება. ეს მავთულხლართებიც კარგად დასტურდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.