Skip to content
02/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

მარშალ პრესი 30/07/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის დამიანეს გარდაცვალების გამო მის ახლობლებს მიუსამძიმრა. პრემიერ-მინისტრის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის დამიანეს გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მრევლს, სამთავისისა და კასპის ეპარქიას, საქართველოს საპატრიარქოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია) თბილისთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

ეპისკოპოსი დამიანე, (ერისკაცობაში მამუკა/ომარ კონსტანტინეს ძე ხუფენია) ქალაქ სოხუმში 1959 წლის 6 აგვისტოს დაიბადა. 2004 წლის 2 იანვარს იგი ბერად აკურთხეს. 2013 წლის 11 ოქტომბერს იღუმენი დამიანე სამთავისისა და კასპის ეპარქიის ეპისკოპოსად გამოარჩიეს. 2013 წლის 3 ნოემბერს კი მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ ეპისკოპოსად აკურთხა.

Post navigation

Previous: სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია) თბილისთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა
Next: პროკურატურამ ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სხვადასხვა მუხლით ბრალდება რვა პირს წარუდგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.