Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია) თბილისთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა

მარშალ პრესი 30/07/2022
ეპისკოპოსი დამიანე

სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია) თბილისთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა, – აღნიშნულის შესახებ „იმედინიუსს“ ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა.

მისივე თქმით, შემთხვევა თბილისთან ახლოს, 27-ე კილომეტრზე მოხდა. იგი მძღოლთან ერთად იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სასმართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Post navigation

Previous: საკონკურსო კომისიამ შეარჩია და პრეზიდენტს წარუდგინა ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები
Next: ირაკლი ღარიბაშვილი ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.