Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკრაინულ მხარეს არამარტო ინფორმაციის მოწოდება უნდა მოეთხოვოს, არამედ გამოძიების შედეგად გამოვლენილი პირების საქართველოსთვის გადმოცემა

მარშალ პრესი 24/07/2024
levan nikoleishvili

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ იძიებენ უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ უკრაინული მხარის არამეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არაერთხელ დადასტურდა, მიუხედავად ამისა შესაბამისმა სტრუქტურებმა კატეგორიულად უნდა დააყენონ მოთხოვნა, უკრაინის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ და გარდა ინფორმაციის მოწოდებისა უნდა მოეთხოვოთ, გამოძიების შედეგად გამოვლენილი პირების საქართველოსთვის გადმოცემა.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, ტერორიზმის საკითხებთან დაკავშირებით ბევრი სახელმწიფო თანამონაწილეობს ერთმანეთთან, ინფორმაციის გაცვლით დაწყებული, ტერორიზმში ეჭვმიტანილი და ბრალდებული დამნაშავეების გადაცემით დამთავრებული. როგორც საქართველოს უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, „ვიძიებთ უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.“ აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად მიმაჩნია უკრაინულ მხარეს არამარტო ინფორმაციის მოწოდება უნდა მოეთხოვოს, არამედ გამოძიების შედეგად გამოვლენილი პირების საქართველოსთვის გადმოცემა. უკრაინული მხარის არამეგობრული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ არაერთხელ დადასტურდა, მიუხედავად ამისა საქართველოს შესაბამისმა სტრუქტურებმა კატეგორიულად უნდა დააყენონ ასეთი მოთხოვნა უკრაინის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, მათ შორის უნდა იყოს გამოყენებული სტრატეგიული პარტნიორები ე.წ. დახმარებაც. სხვათა შორის ახლა გამოჩნდება მათი სტრატეგიული პარტნიორობის გულახდილობაც და მეგობრული ზრახვებიც საქართველოსთან მიმართებაში“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: აღარ არის მოთმენის დრო, ჩამოათრიონ უკრაინიდან ყველა ეჭვმიტანილი და მიიყვანონ საქმე ბოლომდე – ნინო ფოჩხუა
Next: მტკიცებულებათა ერთობლიობის შეკრების შემდეგ საზოგადოებას დამნაშავეთა შესახებ სრული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, უნდა ვიცოდეთ ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც მძიმე ტერორისტულ აქტს გეგმავდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.