Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

აღარ არის მოთმენის დრო, ჩამოათრიონ უკრაინიდან ყველა ეჭვმიტანილი და მიიყვანონ საქმე ბოლომდე – ნინო ფოჩხუა

მარშალ პრესი 24/07/2024
nino pochkhua

დიდი ხანია იცის ქართულმა საზოგადოებამ, თუ როგორ ემზადებიან უკრაინაში გაქცეული ყოფილი მაღალჩინოსნები და მათ სამსახურში მყოფი ყოფილი სამხედროები ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად. ეს არ არის მოგონილი, ყველას გვახსოვს უკრაინიდან სამხედროების მუქარის ვიდეოები, მაგრამ რაც დღეს ხდება, ამის მოთმენა უკვე შეუძლებელია, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც საუბარია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე.

ექსპერტის განცხადებით, მოთმენის დრო არ არის და საჭიროა, შესაბამისმა უწყებებმა ყველა ეჭვმიტანილი ჩამოიყვანონ, დაკითხონ და გამოძიება ბოლომდე მიიყვანონ.

“დიდი ხანია იცის ქართულმა საზოგადოებამ, თუ როგორ ემზადებიან უკრაინაში გაქცეული ყოფილი მაღალჩინოსნები და მათ სამსახურში მყოფი ყოფილი სამხედროები ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად. ეს არ არის მოგონილი, ყველას გვახსოვს უკრაინიდან სამხედროების მუქარის ვიდეოები, მაგრამ რაც დღეს ხდება, ამის მოთმენა უკვე შეუძლებელია. ტერორისტული აქტი ბიძინა ივანიშვილზე, ადამიანზე, რომელიც არის ქვეყნის სტაბილურობის და განვითარების გარანტი, ამაზე მეტი რაღა უნდა გააკეთონ? აღარ არის დრო მოთმენის, ჩამოათრიონ უკრაინიდან ყველა ეჭვმიტანილი, დაკითხონ და მიიყვანონ საქმე ბოლომდე.
როგორ ჰგონიათ, ქართველი ხალხი დაუშვებს დესტაბილიზაციას ქვეყანაში, ქვეყანაში, რომელიც სტაბილურად ვითარდება და ამ მშვიდობის გარანტს, ბიძინა ივანიშვილს გვერდით არ დაუდგება?” – წერს ფოჩხუა სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორს, ალან გილამს და NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
Next: უკრაინულ მხარეს არამარტო ინფორმაციის მოწოდება უნდა მოეთხოვოს, არამედ გამოძიების შედეგად გამოვლენილი პირების საქართველოსთვის გადმოცემა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.