Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სააკაშვილი შეხვედრაზე მოვიდა და გვითხრა, თუ თქვენ რუსეთს ვერ მოუგებთ, მოღალატეებად გამოგაცხადებთ, თუ მოუგებთ – გმირებადო. ზოგს მთელი ღამე არ ეძინა, ნერვიულობდა

მარშალ პრესი 08/07/2024
lado burduli

ძალიან დიდი დატვირთვა იყო, ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით. ყოველთვის იყო ეს საქართველო-რუსეთის დაპირისპირება. იყო ნათქვამი, რომ თუ ამათ ვერ მოუგებთ, შეიძლება თქვენ მოღალატეებად გამოგაცხადონ, – ამის შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა, ლადო ბურდულმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

მან ლოკომოტივის სტადიონზე დამარცხებულ რუსეთის ნაკრებთან მატჩი და მიხეილ სააკაშვილის მიერ მათი მისამართით ნათქვამი სიტყვები გაიხსენა.

„იგივე ემოციას ვგრძნობდი, ეს ბიჭები რომ თამაშობდნენ. რუსეთთანაც იგივე ხდებოდა. ძალიან დიდი დატვირთვა იყო, ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით. ყოველთვის იყო ეს საქართველო- რუსეთის დაპირისპირება. იყო ნათქვამი, რომ თუ ამათ ვერ მოუგებთ, შეიძლება თქვენ მოღალატეებად გამოგაცხადონ.

შეხვედრაზე მოვიდა და გვითხრა, თუ თქვენ ამათ ვერ მოუგებთ, მოღალატეებად გამოგაცხადებთ, თუ მოუგებთ გმირებად გამოგაცხადებთო – მიხეილ სააკაშვილმა განგვიცხადა. წარმოგიდგენიათ?! თამაშის წინ, შეკრებაზე მოვიდა.

როგორია, ის ღამე დაიძინო. გავიგე, რომ ეს ფეხბურთია. ეს ხომ არ არის ომი, ფეხბურთია! იმ პერიოდში თან ძალიან კარგი ნაკრები ჰყავდა რუსეთს. ზოგს მთელი ღამე არ ეძინა, ნერვიულობდა. გამოვედით და ჩვენ ვიღაცის გამო კი არა, ჩვენი ქვეყნისთვის რაც შეგვეძლო, ის გავაკეთეთ. მოვიგეთ ის თამაში და კარგად გახსოვთ, ანალოგიური სიტუაცია იყო თავისუფლების მოედანზე“, – განაცხადა ბურდულმა.

მისივე თქმით, ფეხბურთის ფედერაციაში ლევან კობიაშვილის მისვლის შემდეგ ის ნაბიჯები გადაიდგა, რაც აუცილებელი იყო ფეხბურთის სწორად განვითარებისთვის – შენდება სტადიონები და ეროვნულ ნაკრებს დიდი ყურადღება ექცევა.

Post navigation

Previous: ეუთოს დოკუმენტში როდესაც ვნახე, არ არის არც ოკუპაციის ხსენება, არც იმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის მძიმე ჰუნმანიტარული მდგომარეობა, ჩემი მხრიდან გაკეთდა დამატება და საბედნიეროდ, იგი არავის გაუპროტესტებია
Next: გამაოგნებელია, რომ ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის კონგრესმენების მიერ შემოტანილი იყო ქართულ ინტერესების საწინააღმდეგო შესწორება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.