Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გამაოგნებელია, რომ ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის კონგრესმენების მიერ შემოტანილი იყო ქართულ ინტერესების საწინააღმდეგო შესწორება

მარშალ პრესი 08/07/2024
nikoloz samkharadze

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე “იმედის კვირასთან” საუბრობს უთოს საპარლამენტო ასამბლეაზე და რეზოლუციის ტექსტზე, სადაც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო პუნქტების შეტანას გეგმავდნენ.

“რუსიფიკაციის პოლიტიკა, ქართული კვალის წაშლა, ის რომ ქართველ ბავშვებს არ ეძლევათ საკუთარ ენაზე სწავლის საშუალება და ა.შ. ყველაფერი, რაც ჩვენ გვინდოდა, რეალურად ამ რეზოლუციაში იყო გათვალისწინებული. ამის შემდეგ მოხდა ასეთი რამ, რომ ამერიკულმა დელეგაციამ წარმოადგინა რამდენიმე შესწორება ამ რეზოლუციაში. ჩვენ წავედით ამ შესწორებების წინააღმდეგ იმიტომ, რომ ეს შესწორებები არ ეხმიანებოდა ქართულ ინტერესებს.

გამაოგნებელია ის, რომ ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის კონგრესმენების მიერ შემოტანილი იყო ასეთი შესწორება. რეზოლუციაში ეწერა: “თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველო”, რაც სრულიად გაუგებარი და მიუღებელი ტერმინია ჩვენთვის. “აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა შერიგდნენ”, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ თითქოს ეს სამი მხარეა კონფლიქტის მხარე. გამოვედი და ეს ჩანაწერი გავაკრიტიკე, თუმცა კომიტეტის სხდომაზე ეს შესწორება მაინც გავიდა. ამის შემდეგ მე მქონდა ძალიან მწვავე განცხადება პლენარულ სხდომაზე, სადაც გამოვთქვი სინანული, რომ ეუთოს ასამბლეამ ამ ჩანაწერის მიღებით რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი”, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Post navigation

Previous: სააკაშვილი შეხვედრაზე მოვიდა და გვითხრა, თუ თქვენ რუსეთს ვერ მოუგებთ, მოღალატეებად გამოგაცხადებთ, თუ მოუგებთ – გმირებადო. ზოგს მთელი ღამე არ ეძინა, ნერვიულობდა
Next: თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე ტექნიკური  სამუშაობის გამო, 8 ივლისიდან დროებით წყვეტს საქმიანობას მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.