Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც არ აქვთ იდეა და სხვადასხვა კონსტრუქციით ცდილობენ მიწებებას ერთმანეთთან სხვადასხვა ადამიანის, პარტიის და ა.შ. ყოველ ჯერზე იღებენ პოლიტიკურ ფრანკენშტაინს

მარშალ პრესი 28/06/2024
shalva papuashvili

როდესაც არ აქვთ იდეა და სხვადასხვა კონსტრუქციით ცდილობენ მიწებებას ერთმანეთთან სხვადასხვა ადამიანის, პარტიის და ა.შ., საბოლოო ჯამში, ყოველ ჯერზე იღებენ პოლიტიკურ ფრანკენშტაინს, რომელიც არის მონსტრი , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

წამყვანმა პაპუაშვილს ჰკითხა, როგორ აფასებს ოპოზიციის გზავნილს, რომ ვისაც უნდა ევროპა, არჩევნებზე მათ უნდა დაუჭირონ მხარი.

„ბრიუსელში რომ მოაწერეს მემორანდუმს ხელი, ეს არის ზუსტად ნიშანი, თუ რასთან გვაქვს საქმე. უცხო პოლიტიკური ჯგუფების და ქვეყნების ნებით მოქმედი პოლიტიკური ძალა კარგს ვერასდროს მოუტანს საკუთარ ქვეყანას. მხოლოდ ზიანს მოუტანს. ეს არის საქართველოს თანამედროვე გამოცდილებაც გავიხსენოთ „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდი. როდესაც პოლიტიკური ძალა მოქმედებს უცხო ქვეყნის ნებით, ეს საბოლოო ჯამში აუცილებლად დააზიანებს საკუთარ ქვეყანას. ოპოზიციის ამ კონგლომერატს, რასაც ვუყურებთ, სინამდვილეში აქვს და ჰქონდა ყოველთვის და იღებს ფრანკენშტაინის ფორმას. ეს არის მათი პრობლემა, რომ როდესაც არ აქვთ იდეა და სხვადასხვა კონსტრუქციით ცდილობენ მიწებებას ერთმანეთთან სხვადასხვა ადამიანის, პარტიის და ა.შ., საბოლოო ჯამში, ყოველ ჯერზე იღებენ პოლიტიკურ ფრანკენშტაინს, რომელიც არის მონსტრი და არ აქვს არანაირი იდეა. ამიტომაც არის, რომ ყოველ ჯერზე მოსახლეობა ამას შესაბამის პასუხს გასცემს ხოლმე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის მოლოდინები არ გამართლდება, ქვეყანა ივლის წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით – პრემიერი
Next: ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს საკუთარი ხალხის მანდატითა და ინტერესით, ყოველთვის არის მართალი – ოპოზიცია, რომელიც მოქმედებს უცხო ქვეყნის ნებით, პირველ რიგში აზიანებს საკუთარ ქვეყანას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.