Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს საკუთარი ხალხის მანდატითა და ინტერესით, ყოველთვის არის მართალი – ოპოზიცია, რომელიც მოქმედებს უცხო ქვეყნის ნებით, პირველ რიგში აზიანებს საკუთარ ქვეყანას

მარშალ პრესი 28/06/2024
shalva papuashvili

საბოლოო ჯამში, ყველა დაინახავს, რომ საქართველო სწორ ნაბიჯებს დგამს. ​ჩვენ ვმოქმედებთ ხალხის მანდატითა, ხალხის სახელით ხალხისთვის და როდესაც ხელისუფლება ასე მოქმედებს, სიმართლეს ყველა დაინახავს – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს საკუთარი ხალხის მანდატითა და ინტერესით, ყოველთვის არის მართალი.

„ჩვენი ოპოზიცია, რომელიც მოქმედებს უცხო ქვეყნის ნებით, პირველ რიგში აზიანებს საკუთარ ქვეყანას. გულზე დაიდოს ყველამ ხელი და წარმოიდგინოს, ეს ოპოზიცია 2022 წლის თებერვალში ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო რა მოხდებოდა?! გააგზავნიდა თუ არა მებრძოლებს უკრაინაში – რა თქმა უნდა კი, დააწესებდა თუ არა სანქციებს – რა თქმა უნდა დააწესებდა და დღეს გვექნებოდა დანგრეული ქვეყანა როგორც ფიზიკურად ისე ეკონომიკურად.

დღეს, ევროკავშირის სტრუქტურების უმაღლესი წარმომადგენლები რომ საუბრობენ, თითქოს საქართველოს ხელისუფლებისგან არის დეზინფორმაცია, ერთი დეზინფორმაცია მაინც დაასახელონ, მე კი ბევრს დავასახელებ, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებიდან, პოლიტიკური ჯგუფებიდან მოდიოდა. ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომელსაც არ გამიჯვნია ევროკომისია, არ გამიჯვნია არცერთი ევროკავშირის ინსტიტუტი, რომელიც დეზინფორმაციითა და ტყუილით იყო სავსე სააკაშვილთან დაკავშირებით. ვინმემ ამაზე ბოდიში მოიხადა?! ამის გამო ევროპელი პოლიტიკოსები ამ ქვეყანას რომ აჯანჯღარებდნენ, ამაზე ბოდიში ვინმემ მოგვიხადა?! ამ ყველაფერზე დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მართალია და იცით რატომ – იმიტომ რომ მოქმედებს ხალხის ინტერესით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: როდესაც არ აქვთ იდეა და სხვადასხვა კონსტრუქციით ცდილობენ მიწებებას ერთმანეთთან სხვადასხვა ადამიანის, პარტიის და ა.შ. ყოველ ჯერზე იღებენ პოლიტიკურ ფრანკენშტაინს
Next: ზოგ რეკომენდაციას რომ გავყოლოდით, შეიძლება გვქონოდა სწრაფი შედეგი კანდიდატის სტატუსთან, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ვიქნებოდით ფიზიკურად და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.