Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უცხოეთი

მეთიუ მილერის განცხადებით, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის აღიარებას, შესაძლოა, გარკვეული ნეგატიური შედეგები მოჰყვეს

მარშალ პრესი 25/06/2024
metiu mileri

მეთიუ მილერის განცხადებით, თეთრ სახლში სჯერათ, რომ რუსეთისთვის მის ქმედებებზე პასუხისმგებლობის დაკისრების უფრო ეფექტიანი ზომები არსებობს, ვიდრე ქვეყნის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას შესაძლოა გარკვეული ნეგატიური შედეგები მოჰყვეს.

„სწორედ ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ამგვარი ზომების მიღებას – სანქციების დაწესებას რუს მაღალჩინოსნებზე, რუსულ კომპანიებზე, დაწესებულია საექსპორტო კონტროლი, რომელიც ასუსტებს რუსეთის სამხედრო მანქანას და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ნაბიჯების გადადგმას“, – აღნიშნა მილერმა.

ამერიკელმა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ კანონპროექტი წარადგინა, მას შემდეგ რაც მოსკოვმა ფხენიანთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

Continue Reading

Previous: საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგში კანადელ კოლეგებს შეხვდნენ
Next: ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025