Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

კვებითი ინტოქსიკაციის სავარაუდო ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქობულეთში საშაურმე შეამოწმა

მარშალ პრესი 21/06/2024
sursatis

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქალაქ ქობულეთში საშაურმეში ,,გივის შაურმა ნაკვერჩხალზე“ (მის: აღმაშენებლის N416) არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. ინფორმაცია ამის შესახებ სეს-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელმწიფო კონტროლი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 8 ადამიანის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა.

„ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ ბიზნესოპერატორი არ არის რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და იმავე მისამართზე ფლობს საწარმოს, რომელიც ფუნქციონირებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. შედეგად, ობიექტი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 65-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე გაიცა რეკომენდაციები.

მონიტორინგის ფარგლებში, ობიექტიდან აღებულია სურსათის ნიმუშები, რომლებიც მიკრობიოლოგიური კვლევისათვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა.

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებისთანავე აცნობებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: აშშ მიდის ომებში განმეორებით, უკანონოდ, რაც გააკეთა ავღანეთში, შემდეგ ერაყში, შემდეგ – სირიაში, ამის შემდეგ, ნატოსთან ერთად დაბომბა ლიბია, შემდეგ კი რაც გააკეთა კიევში 2014 წელს
Next: სტიქია იმერეთში – ადიდებულმა ხანისწყალმა სოფელ ხანში ცენტრალური გზა წაიღო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.