Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან ვოლკერ ტურკთან

მარშალ პრესი 27/02/2024
10e106d2-7006-40a2-bcdb-b37e98090c91

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ვოლკერ ტურკთან.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, გამოწვევებით სავსე პერიოდში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის როლსა და დატვირთვას.

ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე.

მინისტრმა ხაზი გაუსვა გაეროს დღის წესრიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ვითარების მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას. ასევე, აღნიშნა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობა.

აღინიშნა გაეროს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში და ასევე კონფლიქტით დაზარელებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაზე „თანამშრომლობა საქართველოსთან“.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე და გაეროს განსაკუთრებულ როლზე ამ პროცესში.

შეხვედრის დასასრულს ილია დარჩიაშვილმა უმაღლესი კომისარი საქართველოში მოიწვია.
ილია დარჩიაშვილი 26-27 თებერვალს, ჟენევაში ვიზიტით იმყოფება. 26 თებერვალს, მინისტრი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.

Post navigation

Previous: მერაბ დვალიშვილი ავთანდილ ხურციძეს პასუხობს
Next: პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი მიესალმება ჩინეთ-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.