Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი მიესალმება ჩინეთ-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას

მარშალ პრესი 27/02/2024
ფრიდონ ინჯია

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი მიესალმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ. ამის შესახებ პარტიის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც პოლიტიკური ასევე, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა საქართველო-ჩინეთს შორის დადებული ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რაშიც ჩვენს პარტიას თავისი მოკრძალებული წვლილი მიუძღვის.

სწორედ „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური გუნდი იყო ერთერთი პირველი, რომელმაც საპარლამენტო ურთიერთობის დონეზე ჩინეთის პოლიტიკურ ხელმძვანელობასთან ჩაუყარა საფუძველი მჭიდრო და გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან“. – ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან ვოლკერ ტურკთან
Next: მიმდინარეობს ღია და ფარული ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებაში უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ძალების დასაბრუნებლად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.