Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ავანსცენაზე გამოვიდნენ მწამებლები, მევახშეები, უსამშობლოები და წარმოდგენას დგამენ – დიმიტრი ხუნდაძე

მარშალ პრესი 15/02/2024
ხუნდაძე

გლობალურმა ომის პარტიამ, ადგილობრივი აგენტურის – რადიკალური ოპოზიციის მეშვეობით, განიზრახა ქართველ ხალხს საქართველოს სუვერენიტეტი ჩამოართვას და ამისათვის შტურმი ბიძინა ივანიშვილზე მიიტანეს.

ავანსცენაზე გამოვიდნენ მწამებლები, მევახშეები, უსამშობლოები, ყველაფრის მკადრებლები და წარმოდგენას დგამენ, თითქოს “ლელო” ნაცმოძრაობას ემიჯნება, პრეზიდენტი მესამე ძალას ქმნის და გახარია “ზურგით დგას” რადიკალურ ოპოზიციასთან, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე, სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ის რადიკალური ძალები, რომლებიც ცდილობენ გაემიჯნონ “ნაციონალურ მოძრაობას”, სინამდვილეში სწორედ ამ პარტიას წარმოადგენენ.

ხუნდაძის განმარტებით, აღნიშნული პარტიები ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან, ვინაიდან ოპოზიციისთვის ის აღმოჩნდა კედელი, რომელიც მშვიდობას, განვითარებას და სტაბილურობას უზრუნველყოფს, “გლობალურმა ომის პარტიამ, ადგილობრივი აგენტურის – რადიკალური ოპოზიციის მეშვეობით, განიზრახა ქართველ ხალხს საქართველოს სუვერენიტეტი ჩამოართვას და ამისათვის შტურმი ბიძინა ივანიშვილზე მიიტანეს. ავანსცენაზე გამოვიდნენ მწამებლები, მევახშეები, უსამშობლოები, ყველაფრისმკადრებლები და წარმოდგენას დგამენ, თითქოს “ლელო” ნაცმოძრაობას ემიჯნება, პრეზიდენტი მესამე ძალას ქმნის და გახარია “ზურგით დგას” რადიკალურ ოპოზიციასთან. ეს ყველაფერი უნიჭო სატყუარაა, რაზეც საზოგადოება არ “წამოეგება”. ისინი ერთიან, დიახ, ერთიან ნაც.მოძრაობას წარმოადგენენ. ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან იმის გამო,რომ ის მათთვის კედელი აღმოჩნდა.

ეს “კედელი” 2012 წელს მან ხალხთან ერთად ააგო და მყარ ფუნდამენტზე დგას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობას, რეალურ სუვერენიტეტს, პოლიტიკურ სტაბილურობას და ქვეყნის უწყვეტ, მრავალმხრივ განვითარებას. უსამშობლოობა, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ უპირობო მორჩილება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების პირდაპირ ეთერში დევნა, ქუჩაში განაჩენები,და ქართველი ხალხის ღირსების აყრა, საქართველოში ვეღარ დაბრუნდება. ამის გარანტი კი ბიძინა ივანიშვილის მიერ 2012 წელს ხალხთან ერთად უკვე მოგებული ბრძოლაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ისევ ხალხთან ერთად 2024 წელსაც არჩევნებში კიდევ ერთხელ დაიცავს. ის, რომ არჩევნებს მმართველი გუნდი აუცილებლად მოიგებს, ეს ოპოზიციამაც და მათმა პატრონებმაც კარგად იციან. ამიტომ ისინი არჩევნებზე მეტად არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ემზადებიან და “გაყალბებულ არჩევნებზე” ახლავე იწყებენ საუბარს, რაც შედეგიანი მათთვის არც ამ შემთხვევაში არ იქნება.” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Continue Reading

Previous: ადამიანი, რომელმაც ჯერ ქართული სულიერება თავისი მიზანმიმართული ქველმოქმედებით გადაარჩინა და შემდეგ ფიზიკურად გადაარჩინა ეს ქვეყანა, ქვეყნის გამყიდველებისაგან ამ კაცის წინააღმდეგ ასეთი გაშმაგებული კამპანია და ისტერია გასაგებია
Next: ნიკა გვარამიამ დავით კეზერაშვილი დააშანტაჟა – თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციაში განვითარებული აღებ-მიცემობის შესახებ განცხადებას აკეთებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025