Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკა გვარამიამ დავით კეზერაშვილი დააშანტაჟა – თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციაში განვითარებული აღებ-მიცემობის შესახებ განცხადებას აკეთებს

მარშალ პრესი 15/02/2024
თამარა ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას” მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციაში განვითარებული ფარული აღებ-მიცემობის შესახებ წერს:

“მე რასაც ვუყურებ, ასეთი ამბავია. გვარამიას სჭირდება ფული – ფულის გარეშე ეგ ვერავის მიიზიდავს. რა ფულიც მაგას სჭირდება, ეგ ფული აქვს მარტო კეზერას – არავინაა კეზერას გარდა იმის გოიმი, რომ ფული გვარამიაზე ფლანგოს, თან დიდი ფული – ადამიანების საყიდლად. კეზერას ხუთიანი აქვს ნაყიდი.

რა შეიძლებოდა ექნა გვარამიას, რომ კეზერაშვილისთვის ფული გამოეძალა? ამდგარიყო და კეზერაშვილის არქენემისთან – მელიასთან დაეწყო მოლაპარაკებები გაერთიანებაზე.
ლოგიკა რა არის? გვარამია და მელია ერთად, კეზერას ხუთიანს დააზიანებენ.

მაგრამ ცალკე აღებული გვარამია, მელიას დააზიანებს – აქტივსაც გაუწევს კეზერაშვილის ფულით და ამომრჩეველსაც გაუყოფს. ცხადია, ხუთიანის ხმებსაც გაყოფს და მაგრამ ეს ხმები არჩევნების შემდეგ შეერთდება.

ანუ, მე ვვარაუდობ რომ გვარამიამ მელიასთან ერთიანობით კეზერაშვილი დააშანტაჟა, ფული გამოართვა (ან შეიპირა – ეს კიდევ ცალკე საგა იქნება, დაპირებულზე წვალება) და მელიას გადააგდებს.

თუ თავად ბარიერის გამო არ შეშინდა. მაგრამ ისეთი არაადეკვატური ეგო აქვს, შეიძლება არ შეეშინდეს – სადღაც მოვკარი თვალი, თავს იქებდა ბრენდინგი ვიციო, აი რაც ვიცი, ვიციო.
ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია იქ დალაგდებიან, სადაც კეზერაშვილი დაარასკლადებს – ანუ გვარამიასთან. გვარამიას ეგეც დაეხმარება ეგოს დაბუსტვაში და თავდაჯერებაში.
ასე ვხედავ ამ მომენტისთვის მაგ ფლანგზე ვითარებას.” – წერს ჩერგოლეიშვილი

 

Continue Reading

Previous: ავანსცენაზე გამოვიდნენ მწამებლები, მევახშეები, უსამშობლოები და წარმოდგენას დგამენ – დიმიტრი ხუნდაძე
Next: იმდენად ანგარიშგასაწევია ირაკლი კობახიძის მართვის წესრიგი უცხოეთისთვის, რომ ამას ოპოზიციაც ხვდება და იციან – არჩევნების შედეგებს ვეღარ გააყალბებენ, ამიტომ არიან სასოწარკვეთილები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025