Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბუნებრივი იქნებოდა, ჩვენი პარტიიდან პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილი დასახელდეს – პეტრე ცისკარიშვილი

მარშალ პრესი 13/02/2024
პეტრე-ცისკარიშვილი-768x469

ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმით ჩაერთვება საარჩევნო პროცესში.

ცისკარიშვილს კითხვა დაუსვეს, ხომ არ იქნება მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატი?

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, სოლიდური რაოდენობაა იმ ადამიანების, რომელთა სურვილიც არის, რომ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატი იყოს.

„მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის, საკმაოდ სოლიდური რაოდენობაა იმ ადამიანების, თანაპარტიელების, რომლებიც ამ აზრს იზიარებენ. აუცილებლად ნახავთ, როგორ ჩაერთვება მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო პროცესში. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მისაღებია. იმედი მაქვს, შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში თვითონ გამოაცხადებს, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ითხვაზე, ხომ არ მიიღო სააკაშვილმა შეთავაზება პრემიერობის კანდიდატობის შესახებ, პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა:

„შეთავაზების მიღება არასწორი ფორმულირებაა, ის არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, პარტიის ლიდერი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს პოლიტიკურ კამპანიაში აქტიურად ჩართვა, არჩევნებში მონაწილეობა. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ მისი ბუნებრივი პოზიცია იქნებოდა, ჩვენი პარტიიდან დასახელებული იყოს პრემიერმინისტრობის კანდიდატად“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

Post navigation

Previous: ქვეყანაში მშვიდობის დამსახურებაა ქართული სახელმწიფოს განვითარება და მიმზიდველ ტურისტულ უსაფრთხო ცენტრად აღიარება
Next: თქვენ ქვეყნის ინტერესებს ახალი ველოსიპედის გამოგონებით ვერ დაიცავთ – თამთა მეგრელიშვილი პრეზიდენტს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.