Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქვეყანაში მშვიდობის დამსახურებაა ქართული სახელმწიფოს განვითარება და მიმზიდველ ტურისტულ უსაფრთხო ცენტრად აღიარება

მარშალ პრესი 13/02/2024
თამთა მეგრელიშვილი

“ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი ეხმიანება Numbeo.com-ის რეიტინგს, სადაც ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო მეოთხე ადგილზეა ღამით ტურისტების უსაფრთხო გადაადგილების კუთხით, სოციალურ ქსელში ეხმიანება. მეგრელიშვილის თქმით, მშვიდობის დამსახურებაა ის, რომ საქართველო მიმზიდველ და უსაფრთხო ტურისტულ ცენტრად იქნა აღიარებული.

“სოციალურ ქსელ X-ზე, ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად და ის მე-4 ადგილს იკავებს. Numbeo.com-ზე გამოქვეყნებული კვლევები და მონაცემები არ არის რომელიმე სამთავრობო ორგანიზაციის გავლენით მომზადებული. ორგანიზაციის მონაცემები გამოყენებული იქნა ისეთი საერთაშორისო გამოცემების მიერ, როგორებიცაა BBC, Time, The Week, Forbes, The Economist, Business Insider, New York Times, The Telegraph და სხვა.

ქვეყანაში მშვიდობის დამსახურებაა ქართული სახელმწიფოს განვითარება და მიმზიდველ ტურისტულ უსაფრთხო ცენტრად აღიარება. უკვე მიღწეული პროგრესი კარგი შედეგია, საქართველო მშვიდობის დერეფანია და უსაფრთხო გარემოა აქ ჩამობრძანებული ყოველი ვიზიტორისთვის. მეტი ხელშესახები შედეგი ქართულ სახელმწიფოს, წინსვლა და მშვიდობა ჩვენს ქვეყანას პოლიტიკურად ტურბულენტურ რეალობაში.” – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
Next: ბუნებრივი იქნებოდა, ჩვენი პარტიიდან პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილი დასახელდეს – პეტრე ცისკარიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.