Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შს მინისტრი ანა ნაცვლიშვილს – უვიზო რეჟიმი რუსეთთან ჩვენ არ დაგვიწესებია, თქვენმა ყოფილმა ლიდერმა დააწესა – რაც შეეხება „რუსული მანქანების“ დაჯარიმებას, ყველა ჯარიმდება

მარშალ პრესი 05/02/2024
გომელაური

უვიზო რეჟიმი [რუსეთთან] ჩვენ არ დაგვიწესებია, თქვენმა ყოფილმა ლიდერმა დააწესა და დღემდე ასე მოდის, – ასე უპასუხა შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა „ლელოს“ წევრ ანა ნაცვლიშვილს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.

რაც შეეხება დეპუტატის კიდევ ერთ შეკითხვას, თუ რატომ არ ჯარიმდება საქართველოში მოძრავი რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილები, მინისტრობის კანდიდატი პასუხობს, რომ არამხოლოდ რუსული, არამედ ყველა ქვეყნის ავტომობილი ჯარიმდება კანონდარღვევის შემთხვევაში.

„საზღვარი მაქსიმალურად კონტროლდებოდა. უვიზოსთან დაკავშირებით განცხადება ჩვენ გუნდს არაერთხელ გაუკეთებია, უვიზო რეჟიმი ჩვენ არ დაგვიწესებია, თქვენმა ყოფილმა ლიდერმა დააწესა და დღემდე ასე მოდის. რუსული მანქანები არ ჯარიმდებაო. ყველა მანქანა ჯარიმდება, არამარტო რუსული, ჩვენი მეზობელი ქვეყნების, თუ არამეზობელი, ევროპული – ყველა [ჯარიმდება]. აქამდე არ ჯარიმდებოდა, მართლა ასე იყო. პროგრამა ვერ კითხულობდა, რაც უკრაინის ომი დაიწყო, მას შემდეგ პროგრამა დაიწერა და ახლა ჯარიმდება, მითუმეტეს, მივიღეთ კანონი, რომ როდესაც მანქანა გავა, ვეღარ შემოვა, თუ ჯარიმა არ გადაიხადა ანუ ჩვენ იძულებითი უფლება არ გვაქვს, რომ საზღვარზე დავაკავოთ ადამიანი თუ გადის და ვთქვათ, 50-100 ლარიანი ჯარიმა როცა აქვს.

თუმცა, როდესაც უკან შემოდის, უფლება გვაქვს, აღარ შემოვუშვათ. შესაბამისად, იძულებულია ის ადამიანი, რომ გადაიხადოს. აქამდე საერთოდ არ ჯარიმდებოდნენ“, – განაცხადა გომელაურმა.

Continue Reading

Previous: ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები 30-დან 40-მდე მერყეობს, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მხოლოდ გამკაცრება არ შველის – 2023 წელს 284 პირი დავაკავეთ ნარკოტიკებით ვაჭრობაზე – გომელაური
Next: ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილი დარბაზიდან გააგდო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025