Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილი დარბაზიდან გააგდო

მარშალ პრესი 05/02/2024
სალომე სამადაშვილი

„ლელოს” დეპუტატს სალომე სამადაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დარბაზი, სადაც 4 კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, დაატოვებინა.

სალომე სამადაშვილი შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავდა კითხვით კორუფციასთან დაკავშირებით. ოხანაშვილმა დეპუტატს ფაქტების მოყვანისკენ მოუწოდა, რასთან დაკავშირებითაც სამადაშვილმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევა მოიყვანა. სალომე სამადაშვილის თქმით, თუკი კორუფციას ებრძვიან, გაუგებარია, რატომ ასახელებენ შს მინისტრად ისევ გომელაურს.

კორუფციასთან დაკავშირებულმა ბრალდებამ დარბაზში ხმაური გამოიწვია.

“მოქცევას რომ ისწავლით, მაშინ შემობრძანდებით დარბაზში, დატოვეთ დარბაზი,” – მიმართა მას ოხანაშვილმა. სალომე სამადაშვილმა დარბაზის დატოვებისას განაცხადა, რომ მინისტრობის კანდიდატისგან პასუხს არ ელოდება, ამიტომ დარბაზს დატოვებს.

“ვინ უნდა გამცეს პასუხი, ან დეოლიგარქიზაციაზე ვინ უნდა მელაპარაკოს, ივანიშვილის დაცვის უფროსმა?”- აღნიშნა სამადაშვილმა, რაზეც ოხანაშვილმა უპასუხა, რომ “ზრდილობას რომ ისწავლის”, შემდეგ შეეძლება დარბაზში ყოფნა.

Continue Reading

Previous: შს მინისტრი ანა ნაცვლიშვილს – უვიზო რეჟიმი რუსეთთან ჩვენ არ დაგვიწესებია, თქვენმა ყოფილმა ლიდერმა დააწესა – რაც შეეხება „რუსული მანქანების“ დაჯარიმებას, ყველა ჯარიმდება
Next: რატი ბრეგაძე – რა ვქნათ ახლა, პარლამენტში „მუსტანგების“ ღმუილით არ შემოვსულვართ – გამოსვლისას ზუსტად 4-ჯერ ვახსენე ევროკავშირი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025