Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გვექნება ინიციატივა, რომ მსგავს ქმედებებზე პასუხისმგებლობა გავამკაცროთ – გივი მიქანაძე ნატა ფერაძის დაკავებაზე

მარშალ პრესი 02/02/2024
გივი მიქანაძე

ფერაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფარგლებში, რაც კანონით არის განსაზღვრული – ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ ქვეყანას, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე სტალინის გამოსახულებით მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმის ფაქტზე, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძისთვის სასამართლოს მიერ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას.

მიქანაძის შეფასებით, „ეს არის სიწმინდეებზე, რელიგიურ მრწამსზე, ღირებულებებზე მიზანმიმართული შეტევა“

„მოსამართლემ იმსჯელა იმის თაობაზე, თუ რა ქმედების შემცველი იყო ეს ყველაფერი, ეს კანონის ფარგლებში ჯდება და აქ პრობლემას ვერ ვხედავ. უფრო მეტიც, საგაზაფხულო სესიაზე გვექნება ინიციატივა იმის თაობაზე, რომ მსგავსი ქმედებების კუთხით გავამკაცროთ პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ეს არის სიწმინდეებზე, ჩვენს რელიგიურ მრწამსზე, ღირებულებებზე მიზანმიმართული შეტევა. აქედან გამომდინარე, მე ვერ შევალ გადაწყვეტილების კონტექსტში, რაც მოსამართლემ მიიღო კონკრეტულ საკითხზე. თუმცა, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ მოსამართლე მიიღებდა გადაწყვეტილებას კონკრეტული საქმიდან, იმ მხილებებიდან, მტკიცებულებებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ამ საქმესთან იყო დაკავშირებული და რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფარგლებში, რაც კანონით არის განსაზღვრული. ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ ქვეყანას. კანონები, რაც ქვეყანაში მოქმედებს, აღიარებულია საერთაშორისო დონეზეც, რომ შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ პრაქტიკასთან“,- განაცხადა მიქანაძემ.

 ამ თემაზე:

პოლიციამ ნატა ფერაძე დააკავა

Post navigation

Previous: ქართველ ხალთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის უშუალო ჩართულობით, ვაპირებთ, დავამარცხოთ გაჭირვება – ლევან ხაბეიშვილი
Next: თუ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნიკა მელია არის წითელი ხაზი, მით უარესი მათთვის – ნიკა გვარამია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.