Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქართველ ხალთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის უშუალო ჩართულობით, ვაპირებთ, დავამარცხოთ გაჭირვება – ლევან ხაბეიშვილი

მარშალ პრესი 02/02/2024
ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იქნება მიხეილ სააკაშვილი და, ქართველ ხალთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის უშუალო ჩართულობით, აუცილებლად ვაპირებთ, დავამარცხოთ ეს გაჭირვება, სიდუხჭირე, დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ართმევს ჩვენს ხალხს ღირსეული სამუშაო ადგილების და ღირსეული დასაქმების პირობებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს ოზურგეთში განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავმჯდომარეც, დამფუძნებელიც, ლიდერიც და ეს არის მიხეილ სააკაშვილი.

„საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავმჯდომარეც, დამფუძნებელიც, ლიდერიც და ეს არის პრეზიდენტი სააკაშვილი. ჩვენ გვჭირდება ტექნიკურად ამაზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც რუსი ოლიგარქი პრეზიდენტ სააკაშვილს ამყოფებს ციხეში. ამიტომ, ამ პარტიის ლიდერი, დამფუძნებელი არის მიხეილ სააკაშვილი. შესაბამისად, ამ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იქნება მიხეილ სააკაშვილი და, ქართველ ხალთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის უშუალო ჩართულობით, აუცილებლად ვაპირებთ, დავამარცხოთ ეს გაჭირვება, სიდუხჭირე, დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ართმევს შესაძლებლობას ჩვენს ხალხს, იყოს საქართველოში, იყოს ღირსეული სამუშაო ადგილები და დასაქმების პირობები. ის როლი, რომელზეც პრეზიდენტ სააკაშვილი საუბრობს, არის ტექნიკური პრობლემებიდან გამომდინარე და იმიტომ, რომ ის ტყვეობაში იმყოფება აბსოლუტურად უსამართლოდ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

Continue Reading

Previous: საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, როდესაც ასეთი ადამიანებისგან ვისმენთ შეფასებებს – მიხეილ სარჯველაძე ეკა გიგაურზე
Next: გვექნება ინიციატივა, რომ მსგავს ქმედებებზე პასუხისმგებლობა გავამკაცროთ – გივი მიქანაძე ნატა ფერაძის დაკავებაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025