Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიაში უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მარშალ პრესი 18/01/2024
419973347_893292535598003_2987156596829196608_n

გურიაში უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის გაცნობა, რომლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართს გადასცემს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლებსაც 3 ან მეტი არასრულწლოვანი ჰყავთ საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ. პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება და მისი ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.

გურიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილე დავით გურამიშვილი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ზვიადაძე, სამმართველოს უფროსი თენგიზ ყურაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები და სოციალური სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Post navigation

Previous: ჩინურმა მხარემ უარი თქვა უკრაინის პრეზიდენტთან რაიმე სახის შეხვედრებზე – დავით ქართველიშვილი
Next: ესენი ჩვეულებრივი მავნებელ-გადამგდებები არიან, რომლებსაც ჰგონიათ რომ პოლიტიკა ცბიერებისთვის, მევახშეებისა და მოღალატეების ნავსაყუდელია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.