Skip to content
15/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, გუდაურში, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები ამოსვენებულია – მათ შორისაა ტურისტიც

მარშალ პრესი 30/07/2022
გუდაურ

გუდაურში, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის კატასტროფის ადგილზე, სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები ამოსვენებულია, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ხევიდან ამოსვენებულთა შორისაა ტურისტიც, რომელიც პარაპლანით ფრენის დროს დაიღუპა.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

Post navigation

Previous: დღეს საქართველოში გლოვის დღეა
Next: გლოვის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე და საქართველოში არსებულ სახელმწიფო უწყებებზე დროშები დაშვებულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.