Skip to content
21/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: პარაპლანებით ფრენა უნდა შეჩერდეს და შესწავლის შემდეგ ლიცენზია იმ ადამიანებზე გაიცეს, რომლებიც ნამდვილად პროფესიონალები არიან

მარშალ პრესი 29/07/2022
ვახტანგ გომელაურ

რეგულაციები უნდა გამკაცრდეს და ან პარაპლანით ფრენა უნდა აიკრძალოს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს გუდაურში განუცხადა, სადაც რამდენიმე საათის წინ კატასტროფა მოხდა.

„რაც შეეხება პარაპლანით ფრენებს, დიდი პრობლემაა ნამდვილად, გიდასტურებთ. არაერთხელ მოხდა, თითქმის კვირა არ გავა, რომ არ მოხდეს სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტმფრენის ჩართვა. რა თქმა უნდა, არის დაღუპვის ფაქტები. ალბათ უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს. არ ვიცი, აქ რატომ ხდება ხშირად ჩამოვარდნა პარაპლანების. ქარია, ხეობებია, ან არ არიან პროფესიონალები, ლიცენზიაც როგორ გაიცემა – ყველაფერი საინტერესოა და ამასაც ჩავყვებით აუცილებლად. ვიდრე ეს დამთავრდება, ჩემი აზრით, უნდა გაჩერდეს ყველანაირი პარაპლანებით ფრენა და შესწავლის შემდეგ, გაიცეს ლიცენზია ისეთ ადამიანებზე, ვინც ნამდვილად პროფესიონალია. ამ დღეების განმავლობაში, ვიდრე პასუხი არ გვეცოდინება, შეჩერდება ფრენა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფომრაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. ისევე როგორც ტურისტი, რომელიც პარაპლანით მიფრინავდა. პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავებულია. ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

Post navigation

Previous: დაშავებული ამოყვანილია და ცოცხალია. სასწრაფოს გადაჰყავს. პარაპლანით ფრენები ნამდვილად დიდი პრობლემაა. კვირა არ გავა რომ სამაშველო ოპერაცია არ ჩატარდეს
Next: შალვა პაპუაშვილი: საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, თანამშრომლებს. ისინი გმირები არიან. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.