Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვახტანგ გომელაურმა გუდაურში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

მარშალ პრესი 29/07/2022
ვახტანგ გომელაურ

შინაგან საქმეთა მინისტრმა გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ამის შესახებ შემთხვევის ადგილას ჩასულმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარის გამო, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. ძალიან მძიმეა ყველა ჩვენგანისთვის, მით უმეტეს ოჯახებისთვის, მათი მეგობრებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. იცით, რომ [ბორტზე] 6 ადამიანი იყო ჩვენი თანამშრომელი, 2 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი. ძალიან ცუდი უბედური შემთხვევა მოხდა. კადრებიც გავრცელდა. ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და მოხდა მისი ვარდნა. მეტი ჯერჯერობით არაფერი ვიცით. ექსპერტები იმუშავებენ მართვის დაკარგვის მიზეზის დასადგენად“, – განაცხადა მინისტრმა.

გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფომრაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. ისევე როგორც ტურისტი, რომელიც პარაპლანით მიფრინავდა. პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავებულია.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

Post navigation

Previous: ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას – ირაკლი ღარიბაშვილი
Next: დაშავებული ამოყვანილია და ცოცხალია. სასწრაფოს გადაჰყავს. პარაპლანით ფრენები ნამდვილად დიდი პრობლემაა. კვირა არ გავა რომ სამაშველო ოპერაცია არ ჩატარდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.