Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა

მარშალ პრესი 29/07/2022
2552

წინასწარი მონაცემებით, გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილია ის ტურისტი, რომელიც პარაპლანით მიფრინავდა. პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავებულია.

გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფომრაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

Post navigation

Previous: პროკურატურამ არსამთავრობო ორგანიზაციებისთვის სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემულ დოკუმენტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Next: ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას – ირაკლი ღარიბაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.