Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

პოლიციამ ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა – მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთ პირი

მარშალ პრესი 29/07/2022
შსს

პოლიციამ ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა – მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთ პირი, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული დ.ჯ. დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 2002 წელს დაბადებულ მ.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მ.კ. მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ზურაბ აზარაშვილი: სისტემაში გვაქვს გაცილებით მეტი კლინიკა და საწოლფონდი, ვიდრე საჭიროა ქვეყნისთვის. ამ სიჭარბის ფონზე კი შეგვიძლია, კლინიკების მოვთხოვოთ მაღალი ხარისხის მომსახურება
Next: ზურაბ აზარაშვილი: უკვე ათობით მილიონ ლარს ზოგავს ჩვენი მოსახლეობა იგივე მედიკამენტებში, რომელსაც რამდენიმე თვით ადრე ყიდულობდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.