Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესს უწყების დისკრედიტაციის მიზნით იყენებენ

მარშალ პრესი 29/07/2022
ცესკო

საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობა გრძელდება. ამჯერად ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და მედიასაშუალება ამ მიზნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესს იყენებს. გაკეთდა მოწოდება საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, რომ მან არ წარუდგინოს პარლამენტს არც ერთი კანდიდატი, ვინაიდან პროცესი იყო გაუმჭვირვალე და ფორმალური, – ამის შესახებ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ როდესაც მიმდინარეობს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი ამ ტიპის განცხადებები არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის და პროცესის დაზიანების მცდელობა. პოლიტიკური ძალების მხრიდან განცხადება დღეს ჯერ კიდევ კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესის დასრულებამდე გაკეთდა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი მიმდინარეობდა ღიად და გამჭვირვალედ, დაინტერესებულმა პირებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს საკონკურსო კომისიის სანდოობის საკითხიც, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც აკადემიური საზოგადოებისგან, ისე ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან.

მიუღებელია კანდიდატების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უსაფუძვლოდ ეჭვქვეშ დაყენებაც. ამ ტიპის განცხადებები კონკურსის მიმდინარეობის დროს აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტული კანდიდატების რეპუტაციას, არამედ ზოგადად უწყებას. მოვუწოდებთ დაინტერესებულ ჩართულ მხარეებს კანდიდატებთან დაკავშირებით წარმოადგინონ არგუმენტირებული მოსაზრებები და უსაფუძვლო განცხადებებით ნუ აზიანებენ ისეთ მნიშვნელოვან პროცესს, როგორიც არის ცესკოს ხელმძღვანელისა და წევრების არჩევა.

გარდა ამისა, შევახსენებთ ოპონენტებს, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები უკვე ორჯერ მრავალპარტიული მხარდაჭერით აირჩია პარლამენტმა და არა ერთპარტიულად, როგორც ამას დაინტერესებული მხარეები აცხადებენ.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე უწყება, რასაც ადასტურებს არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის შეფასება. საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, ობიექტურობის და პროფესიონალიზმის ინდიკატორია არა ცესკოს თავმჯდომარის და კომისიის წევრების არჩევის პროცედურა, არამედ არჩევნების ორგანიზების ხარისხი. ამ თვალსაზრისით კი საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი კომპეტენცია არაერთხელ დაადასტურა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, მათ შორის მედიას, თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებისგან და ნუ შეუშლიან ხელს ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესის გამჭვირვალე და მიუკერძოებელ გარემოში წარმართვას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: დაზუსტებული ინფორმაციით, გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე რვა პირი იმყოფებოდა – შსს
Next: ალუდა ღუდუშაური გუდაურში მომხდარ კატასტროფაზე: აქ სიტყვების პოვნა მძიმეა – ვამაყობ, რომ საქართველოს ჰყავს ისეთი გმირი ადამიანები, რომელთა თავგანწირვის მაგალითი დღეს ყველამ ვიხილეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.