Skip to content
17/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას განცხადებაზე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის შიდა დაპირისპირება და დღეს ეს გამომზეურდა

მარშალ პრესი 28/07/2022
ირაკლი კობახიძე

ბუნებრივია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის შიდა დაპირისპირება და ამის გამომზეურება მოხდა დღეს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას.

„შიდა პარტიული პრობლემებისა და განხეთქილების გარეთ გამოტანა მოუწია „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალურ თავმჯდომარეს. ყველამ ვიცით, რომ ამ პარტიაში არსებობს რეალური ლიდერი, ბელადი და ფორმალური თავმჯდომარე. ბუნებრივია, პარტიაში არის ასეთი დაპირისპირება და ამის გამომზეურება მოხდა დღეს“, – განაცხადა კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ არსებობს მცირე ჯგუფი, რომელიც პარტიის მხარდამჭერად აცხადებს თავს, რეალურად კი ცდილობენ „ნაცმოძრაობას“ საყრდენი გამოაცალონ. მელიას თქმით, მათი მიზანია, რომ პარტიის რიგები და ამომრჩევლის რაოდენობა არ გაიზარდოს.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი ტვ ფორმულაზე: თქვენი მიზანია უდანაშაულო და მიუღებელი ადამიანები გამოიყვანოთ მწყობრიდან და რაიმე პროვოკაციის ხაფანგში გააბათ. დღეს ასე მოქმედებთ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ოჯახის წევრების წინააღმდეგ
Next: სადაც ორაზროვანი პასუხებია, იქ ჩნდება დამატებითი კითხვები – მამუკა მდინარაძე კელი დეგნანზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.