Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

თუ არ ვცდები, ეს საუბარი, მათ შორის, შეეხებოდა ამ ომს, იმ სტატუს-კვოს, რაც შეიქმნა რეგიონში და ომის პერსპექტივებს

მარშალ პრესი 28/07/2022
გია ცაგარეიშვილი

,,მე ვერ გეტყვით, უნდა ველოდოთ თუ არა ბატონი ბიძინასგან ხელახალ წერილს, მე არ მაქვს არავითარი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ზოგადად, საინტერესო იქნებოდა საუბრის შინაარსი,’’– ასე უპასუხა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას ბიძინა ივანიშვილის და ამერიკის ელჩის შეხვედრასთან დაკავშირებით.

როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, მას არ აქვს ინფორმაცია, აპირებს თუ არა ივანიშვილი დამატებით განმარტებების გაკეთებას, შეხვედრასთან დაკავშირებით, თუმცა, მისი აზრით, საინტერესო იქნებოდა საუბრის შინაარსი.

,,მე ვერ გეტყვით, უნდა ველოდოთ თუ არა ბატონი ბიძინასგან ხელახალ წერილს, მე არ მაქვს არავითარი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ზოგადად, საინტერესო იქნებოდა საუბრის შინაარსი. ეს საუბარი გაიმართა 21 მარტს, უკრაინაში ომი დაიწყო 24 თებერვალს. თუ არ ვცდები, ბუნებრივია, ეს საუბარი, მათ შორის, შეეხებოდა ამ ომს და ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას, იმ სტატუს-კვოს, რაც შეიქმნა რეგიონში და ომის პერსპექტივებს და ამ გადმოსახედიდან, საქართველოს მომავალს. მე ამაში უბრალოდ ღრმად ვარ დარწმუნებული, როგორც ივანიშვილის წერილიდან ჩანს, სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა საუბარი და, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება შინაარსი ამ საუბრის,’’ – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

Post navigation

Previous: ევროპარლამენტის 308 დეპუტატს დააკარგვინეს ფუჭად დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელდასმით, გაუგონარი ჩანაწერები შეიტანეს რეზოლუციაში – ამ რეზოლუციაზე კარგი იქნებოდა ქალბატონი ელჩის პასუხის მოსმენა
Next: თქვენი მიზანია უდანაშაულო და მიუღებელი ადამიანები გამოიყვანოთ მწყობრიდან და რაიმე პროვოკაციის ხაფანგში გააბათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.