Skip to content
02/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

გვაინტერესებს, ხომ არ იყო ზეწოლა, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი გავლენა გამოეყენებინა ხელისუფლებაზე – სოზარ სუბარი კელი დეგნანს

მარშალ პრესი 28/07/2022
სოზარ სუბარი

„ძალიან გვაინტერესებს, რა არის ის სტრატეგიული ამოცანები, რომლებიც ომსა და სანქციებს არ ეხებოდა“, – განაცხადა დეპუტატმა სოზარ სუბარმა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების შესახებ საუბრისას.

მისი თქმით, გაუგებარია, რა სტრატეგიულ საკითხებზე შეიძლება ესაუბრა კელი დეგნანს 21 მარტს, მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყანაში ომი მიმდინარეობდა და საქართველოში ომში ჩართვის შესახებ მოწოდებები ისმოდა.

„რა შეიძლება იყოს სტრატეგიული საკითხები იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ მეზობელ ქვეყანაში არის ომი, როდესაც ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან იყო ღია მოწოდებები საქართველოს შესაძლებლობები გამოეყენებინა და ომში ჩართულიყო. ძალიან გვაინტერესებს რა არის ის სტრატეგიული ამოცანები, რაც ომსა და სანქციებს არ ეხებოდა. გვაინტერესებს, ხომ არ იყო ზეწოლა, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი გავლენა გამოეყენებინა ხელისუფლებაზე, რათა საქართველო სანქციებს შეერთებოდა და ომის მიმართულებით რაღაც ნაბიჯები გადაედგა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: თუ კარგად დაუკვირდებით რადიკალური ოპოზიციის, მათი ტელევიზიების და არასამთავრობოების მიერ, კელი დეგნანის დასაცავად განწირულ პათოსს, მივხვდებით როგორ გაუჭირდა დეგნანს გუშინ და დღეს- ვნახოთ რას იზამს ხვალ
Next: “ფორმულა”-ს ჟურნალისტები სახლში გვივარდებიან და არ გვაძლევენ მოსვენების საშუალებას – თამარ ზაალიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.