Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

საოცარია, რომ კელი დეგნანს ყოფნის თავხედობა და გუშინდელი საბოლოო ლუსტრაციის შემდეგ, ისევ მენტორული ტონით გველაპარაკება და ჭკუას გვარიგებს!

მარშალ პრესი 28/07/2022
ვატო შაქარიშვილი

,,საოცარია, რომ კელი დეგნანს ყოფნის თავხედობა და გუშინდელი საბოლოო ლუსტრაციის შემდეგ, ისევ მენტორული ტონით გველაპარაკება და ჭკუას გვარიგებს! ფაქტების უარყოფაზე გადავიდა, კითხვებზე ვითომ ოსტატურად თავის არიდება დიპლომატიურობას არ ნიშნავს!’’ – ასე ეხმიანება ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას.

როგორც შაქარიშვილი წერს, ელჩი გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფას აყენებს მთელ ერს, საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას და ავტორიტეტს აზიანებს.

,,საოცარია, რომ კელი დეგნანს ყოფნის თავხედობა და გუშინდელი საბოლოო ლუსტრაციის შემდეგ, ისევ მენტორული ტონით გველაპარაკება და ჭკუას გვარიგებს!
ფაქტების უარყოფაზე გადავიდა, კითხვებზე ვითომ ოსტატურად თავის არიდება დიპლომატიურობას არ ნიშნავს!

რას გვეუბნება, რომ უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, ბიძინა ივანიშვილთან სამ საათიანი შეხვედრა, ფრინველების თბილ ქვეყნებში მიგრაციას შეეხებოდა?!
გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფას გვაყენებს მთელ ერს, თავისივე ქვეყნის რეპუტაციას და ავტორიტეტს აზიანებს!

ამ დროს, რა გულისამრევია ეს დამონებული, კოლონიალიზმით შეპყრობილი ოპოზიცია, რომელიც გუნდრუკს უკმევს გენერალ-გუბერნატორს! ანონიმკებს კი აღარ წერენ, პირდაპირ ემონებიან! ჩვენ დაგვინახეთ! ჩვენ, დედას მოვკლავთ, მამას მოვკლავთ თუ თქვენს სამსახურში აგვიყვანთ, ქვეყანასაც გავყიდით თვალის დაუხამხამებლადო!
იყიდეთ ეს კიკუები, იყიდეთ ქალბატონ კელი და წაიყვანეთ ჩვენი ქვეყნიდან! ‘’- წერს შაქარიშვილი.

Post navigation

Previous: ეს იყო ინტერვიუ ყველაფერზე და არაფერზე, ინტერვიუ ინტერვიუსთვის და არა გაუცემელ კითხვებზე პასუხი – ნინო ფოჩხუა კელი დეგნანის ინტერვიუზე
Next: ყურადღებით მომისმინე აქეთ, სახე გაასწორე – გიორგი ისაკაძე მის სტუმარს დაუპირისპირდა (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.