Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ამ ინტერვიუს შემდეგ პასუხგაუცემელი კითხვების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა – ზაალ ანჯაფარიძე კელი დეგნანის ინტერვიუზე

მარშალ პრესი 28/07/2022
ზაალ ანჯაფარიძე1

„ერთ-ერთი თემა რაც ჩემი ვარაუდით შეიძლებოდა ამ 3 საათიან შეხვედრაზე განხილულიყო – თავად ელჩ დეგნანის საქმიანობის ირგვლივ შექმნილი ნეგატიური აურის განმუხტვა“– წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის „ინტერპრესნიუსთან“ მიცემული ინტერვიუს შესახებ.

მისივე თქმით როგორც ჩანს მისი ეს წუხილი შეისმინეს და ივანიშვილის განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობების არდაზიანების აუცილებლობა.

„ინტერვიუს ჟურნალისტურ სტანდარტს დეტალურად არ შევეხები, საზოგადოებამ თავად განსაჯოს. ერთს კი ვიტყვი, როდესაც კითხვაში არის ჩადებული შეფასებითი და სუბიექტივისტური მსჯელობა, მაგ. ” …ფიქრობთ, რომ ამ ჯგუფის არაკონსტრუქციული განცხადებების უკან…” , იქ ჟურნალისტიკა დამთავრებულია. ინტერვიუდან კი ბევრი ვერაფერი საინტერესო ვერ გავიგეთ, ზოგადი ფრაზების გარდა. უფრო მეტიც, ამ ინტერვიუს შემდეგ პასუხგაუცემელი კითხვების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ერთ-ერთი თემა რაც ჩემი ვარაუდით შეიძლებოდა ამ 3 საათიან(!) შეხვედრაზე განხილულიყო – თავად ელჩ დეგნანის საქმიანობის ირგვლივ შექმნილი ნეგატიური აურის განმუხტვა. როგორც ჩანს მისი ეს წუხილი შეისმინეს და ივანიშვილის განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, აშშ-ს და საქართველოს ურთიერთობების არდაზიანების აუცილებლობა. ივანიშვილისთვის კი პირადი მოსაზრებების და პოზიციის გამოთქმის უფლება არავის წაურთმევია!“- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: არ გამოიყენოთ ჩვენი ქვეყანა იმპერიალისტური ზრახვებისთვის – დავით ოქიტაშვილი ამერიკის ელჩს მიმართავს
Next: სერგო ჩიხლაძე არის პოლიტიკური კრეტინი და იდიოტი, ოღონდ უცნობილესი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.