საქართველოში დაახლოებით, სამიდან ორი ქალი, ქალების მიმართ ძალადობას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს. ამის შესახებ გაეროს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის მიხედვით, ამ მოსაზრებას ეთანხმება ყოველი მეორე კაცი.
საპირისპიროდ, კაცების, დაახლოებით, 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქალების მიმართ ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენა არ არის. ამ აზრს ქალების მხოლოდ 25 პროცენტი იზიარებს.
შეხედულება ქალების მიმართ ძალადობის ფართოდ გავრცელების შესახებ, შესაძლოა, რეალური ვითარების არასათანადოდ შეფასებით ან ქალების მიმართ ძალადობის სახლის გარეთ, საჯარო სივრცეში ჩადენით იყოს გამოწვეული.
კომენტარის დატოვება
მენაბდეზე რომ კივით, – მღვდლის შვილიაო, გოლეთიანიც მღვდლის შვილია – ბონდო...